უცხოეთი
ბერეზოვსკის წერილს პუტინისადმი არ გამოაქვეყნებენ

1-boris-berez-ucxxსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ ბორის ბერეზოვსკის წერილი ვლადიმერ პუტინისადმი ნამდვილად არსებობს, თუმცა არ გამოქვეყნდება.

„მე ის (წერილი) არ მინახავს, არ წამიკითხავს, თუმცა 100 პროცენტით ვიცი, რომ არსებობს. რუსეთში ის ერთმა ადამიანმა რამდენიმე თვის წინ ჩამოიტანა... დიმიტრი პესკოვმა (პრეზიდენტის პრესმდივანი) იმთავითვე განაცხადა, რომ ჩვენ პირად წერილებს არ ვაქვეყნებთ“, - განაცხადა ივანოვმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2013 წლის 23 მარტს 67 წლის ბორის ბერეზოვსკი ბერქშირის საგრაფოში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.