უცხოეთი
პუტინმა უცხოეთში სამხედრო-საზღვაო გემების რემონტი აკრძალა

1-korabli-ucxსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს უცხოეთის ნავსაშენებში სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების რემონტი აუკრძალა. ამის შესახებ სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით გაზეთი „იზვესტია“ წერს.

საზღვარგარეთ ხომალდების რემონტის წინადადებით თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოვიდა, რომლის განცხადებით, ამჟამად ათასზე მეტი რუსული ხომალდისა და დამხმარე გემების 80 პროცენტმა თავისი რესურსი ამოწურა და შეკეთებას საჭიროებს. სახელმწიფო პროგრამა კი 2020 წლამდე მხოლოდ 65 საბრძოლო ხომალდის, 12 სპეციალური და 62 დამხმარე გემის შეკეთებას ითვალისწინებს.

თავის მხრივ, გაერთიანებულ გემთმშენებელ კორპორაციაში „იზვესტიას“ განუცხადეს, რომ ხომალდების რემონტის პრობლემა რუსეთის ნავსაშენებში არ იქნება.