საზოგადოება
სასარჩელო განცხადებას გაბაიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღეში შეიტანს. მომღერალი ჟურნალს პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს, ბოდიშის მოხდასა და ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვს. ამის მიზეზი 26 მარტს ჟურნალ „რეიტინგში“ სოფო ნიჟარაძის შესახებ გამოქვეყნებული მასალა გახდა, სადაც ჟურნალისტი ნიჟარაძისა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფარული რომანის შესახებ წერდა. მომღერლის თქმით, სტატია სიცრუეზეა აგებული.
პრესკონფერენციაზე სოფო ნიჟარაძეს არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის კონპენსაციას მოითხოვს სასარჩელო განცხადებაში, თუმცა განმარტა, რომ თანხას საქველმოქმედო მიზნებისათვის გამოიყენებს.