საზოგადოება
უგულავას განცხადებით, გამგებელს პოლიტიკური ფუნქციაც უნდა ჰქონდეს, რადგან „მან უნდა შეძლოს ყველა ადამიანის დაცვა, რომელიც სხვადასხვა ნიშნით სხვადასხვა სისტემამ შეიძლება შეავიწროვოს. ის უნდა იყოს რაიონში ადამიანის უფლებების დამცველი“.
თავად ბერძენიშვილის განცხადებით კი, ის აქტიურად გაეცნობა კრწანისელების პრობლემებს და მოსახლეობას მათ გადაჭრაში დაეხმარება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ხათუნა ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო და სკანდალურად დაუპირისპირდა მაუწყებლის გენერალურ დირექტორ გიორგი ბარათაშვილს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა გააუქმა.