ბიზნესმენთა სია, რომელთა უკან ვანო მერაბიშვილი დგას
საქართველო, 2 აპრილი,
საქინფორმი. ქართული გაზეთი "ქრონიკა" იმ ბიზნესმენთა და ფერმერთა სიას აქვეყნებს, რომელთა უკანაც, მათი მტკიცებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი
ვანო მერაბიშვილი დგას.
აღნიშნულ სიაში შედის ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში მცხოვრები ლუხუმ კაპანაძე, რომელიც ფლობს წილებს შპს "ნიუ ენერჯიში" - 70 %-ს, შპს "ხოხობში" - 50 %-ს, შპს "ბათფარმა პლუსში" - 50%-ს, შპს "ჯჯ გრუპში" - 25%-ს, შპს "საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფში" - 100%-ს, შპს "ყულევი ტერმინალში" - 28 %-ს, შპს "მზიურ ველში" - 100%-ს, შპს "მზიურ საქართველოში" - 50%-ს. ლუხუმ კაპანაძის ძმა - უჩა კაპანაძე კი ფლობს წილებს შპს "ხოხობში" - 10%-ს, შპს "ბერტაში" - 57%-ს, შპს "ბარამბოში" - 22,5%-ს, შპს "ა.ლ.ქ.ე-ში" - 40%-ს, შპს "ბიგოში" -10%-ს და შპს "კრისტალში" - 50%-ს. "ქრონიკის" ინფორმაციით, აღნიშნულ სიაში ასევე შედის ქალაქ ახალციხის მცხოვრები რამაზ თევდორაძე, რომელიც ფლობს შპს "კორომში" - 100%-ს და შპს "ტრანს-სერვისში" - 80%-ს. ამავე სიაშია თბილისში მცხოვრები გოჩა კურტანიძე, რომელიც შპს "უჩალგოში" 100%-ს ფლობს, შპს "ხოხობში" - 20%-ს, შპს "ა.ლ.ქ.ე-ში" - 20%-ს, შპს "ბიგოში" - 30%-ს, შპს "ქარ-თრეიდში" - 10%-ს და შპს "კრისტალში" 50%-ს. კურტანიძე ამავე დროს შპს "ვია-ესტ-ვიტას" დირექტორია.