პოლიტიკა
ამასთან, დელეგაცია რუსულ მხარეს საქართველოში სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ კანონმდებლობას და კონტროლის მექანიზმებს გააცნობს. შეხვედრაზე იმსჯელებენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში ხილბოსტნეულისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტზე.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე, მისი მოადგილე დემნა ხელაია, ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია და მცენარეთა კარანტინის სპეციალისტი ოთარ სხვიტარიძე.