პოლიტიკა
„მე არ მაინტერესებს, რას ამბობს რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ასევე არ მაინტერესებს, რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი. ჩვენ სახეზე გვაქვს ფაქტი, მძიმე დანაშაული, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს დღემდე მათი შვილების გარდაცვალების მოწმობებიც კი არ მიუღიათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე, ყველა უწყებამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, საუბარია თუნდაც ძალის გადამეტებაზე, შეიძლება იყოს სხვა სახის დანაშაულიც. ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნანუაშვილმა, რომლის თქმითაც, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგინდეს, რა მოხდა და რამ გამოიწვია 14 ადამიანის დაღუპვა.
ომბუდსმენის თქმით, "წყაროები კონფიდენციალურია, არის ასევე ღია წყაროები, ანუ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში, ადამიანები ჩეჩნური დიასპორიდან“.