სამართალი
მოწმეთა დაკითხვის ოქმების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გამომძიებელი კ. კ. ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2013 წლის 8 იანვარს 15:05 საათიდან 15:25 საათამდე აწარმოებდა მოწმე ვ. ბ.-ს დაკითხვას, ხოლო იმავე დღეს 15:00 საათიდან – 15:15 საათამდე, იმავე საქმის ფარგლებში, იგივე გამომძიებელი კითხავდა მოწმე ნ. ქ.-ს.
„საქართველოს კანონმდებლობა მოწმეების ერთად დაკითხვას გამორიცხავს. ხოლო თუ ამ ორი მოწმის დაკითხვა ერთად არ მიმდინარეობდა, მაშინ დაისმის კითხვა, თუ როგორ განახორციელა ერთმა გამომძიებელმა ერთდროულად ორი მოწმის ცალ-ცალკე დაკითხვა“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გამომძიებელ კ. კ.-ს მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას სთხოვს.