სამართალი
ონიშჩენკო "ბორჯომს" რუსეთის ბაზარზე არ უშვებს

1-borZomiსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. მინერალური წყალი "ბორჯომი" რუსეთის ბაზარზე ჯერჯერობით ვერ დაბრუნება, რადგან მასთან დაკავშირებით “კითხვები წარმოიშვა“. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსს" "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განუცხადა და აღნიშნა, რომ ისინი  პროდუქციის ნიმუშების ხელახლა შემოწმებას მოითხოვენ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია "ბორჯომი" იმ ქართულ საწარმოთა შორის იყო, რომლებიც "როსპოტრებნადზორის" ექსპერტებმა პირველი ინსპექციისას მოინახულეს.

ამასთან, რუსეთის მთავარმა სანიტარმა რუსეთის ბაზარზე შესვლის ნებართვა ორ ქართულ ღვინის კომპანიას "ქინძმარაულის მარანს" და "დუგლაძის ღვინის სახლს" მისცა.