ის წავიდა და დაბრუნების პირობა არ მიუცია
საქართველო, 1 აპრილი,
საქინფორმი. მან იცოდა, არ შეიძლება არ სცოდნოდა. ნამდვილი პროფესიონალი იყო. იგი შაბათ საღამოს მოსკოვის დროით წავიდა და დაბრუნების პირობა არ მიუცია. შესანიშნავ მედიამცოდნეს, ალბათ, ბოლო მომენტში ესმოდა, რომ კვირას მასზე ალაპარაკდებოდნენ. გაიხსენებდნენ, გაკილავდნენ და გამომშვიდობებისას ეყვარებოდათ კიდეც. იგი ისე წავიდა, როგორც უნდა წასულიყო და ყველაფერი სწორად გათვალა. ალექსეი პუშკოვის შაბათის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ დასასრულს გამოჩნდა ტიტრები ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების შესახებ. ესტაფეტა მიიღო „როსია 24“-მა, სადაც პრაქტიკულად ყველაფერი გაიხსენეს. კვირა კი ბერეზოვსკის დღედ იქცა.
ბერეზოვსკის მიერ მოფიქრებულმა „ედინსტვომ“, მისი ОРТ-ს მეშვეობით, საბოლოოდ და მტკიცედ გაიმარჯვა, რის შედეგადაც ქვეყანაში პირველ კაცად ვლადიმერ პუტინი იქცა. თუმცა შემდეგ მან და ბორის აბრამოვიჩმა რაღაც ვერ გაიყვეს და „კურსკის“ დაღუპვის გამო პუტინს ბერეზოვსკისა და დორენკოსგან ОРТ-ზე მაგრად „მოხვდა“. ამის მერე ОРТ სახელმწიფო არხად გადაიქცა, ბერეზოვსკი იძულებული გახდა, ლონდონში გაქცეულიყო, ხოლო დორენკო სამსახურიდან დაითხოვეს.
სწორედ ამას იხსენებდა სოლოვიოვის პროგრამაში მიწვეული ხალხი, მშვიდი სიტყვებით, სიძულვილის გარეშე.