უცხოეთი
ბერეზოვსკი 300 მლნ დოლარის გამო მოკლეს?

1-ubili-2-mtსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ბრიტანული ყოველკვირეული გამოცემა „სანდი თაიმსის“ ცნობით,  სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ბორის ბერეზოვსკის 200 მლნ გირვანქა სტერლინგი (300 მლნ დოლარი) უნდა მიეღო თავისი საინვესტიციო ფირმისგან.

უცნობია, მიიღო თუ არა ოლიგარქმა ხსენებული თანხა. ცნობილია, რომ ბიზნესმენი ბოლო თვეებში სირთულეებს წააწყდა. ამასთან, „კლინიკური დეპრესია“ ჰქონდა აბრამოვიჩთან წაგებული სასამართლოს გამო.

სასამართლო დავა ჰქონდა ოლიგარქს ყოფილ მეუღლე ელენა გორბუნოვასთანაც, რომელმაც მას მილიონობით გირვანქა სტერლინგზე პრეტენზია წაუყენა და მისი აქტივების გაყინვასაც მიაღწია. სასამართლომ ასევე შეზღუდვა დააწესა ოლიგარქის მიმდინარე ხარჯებზე.

ცნობები იმის შესახებ, რომ სიკვდილის წინ იგი საინვესტიციო ფირმისგან 300 მლნ დოლარს ელოდებოდა, ეჭვქვეშ აყენებს თვითმკვლელობის ვერსიას. ამის შესახებ, ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით, „იტარ-ტასი“ იუწყება.

1-ubili-2-qv