უცხოეთი
ბერეზოვსკი ცოლმა და საყვარლებმა გააკოტრეს

1-berz-ucx-mtსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ბერეზოვსკის საყვარელი: „მის შემდეგ ახლოს არავინ მომეკარება - ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვწურო!“

პირველი ცოლი კონკიად დარჩა

მოკრძალებული საბჭოთა მათემატიკოსი თავიდან სხვებივით ცხოვრობდა. მოსკოვის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უბრალო რუს გოგონაზე ნინა კოროტკოვაზე დაქორწინდა. ნინას შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. წყვილი ორ ქალიშვილს ზრდიდა. სანამ ბორისი მეცნიერებას ემსახურებოდა, მისი მეუღლე დიასახლისობდა - როგორც ჩანს, სრულებითაც არ იყო წარმატებული საქმოსნის შესაფერისი. წამოზრდილი ქალიშვილების სასწავლებლად გაგზავნის შემდეგ ბერეზოვსკიმ ბედნიერების ძიება სხვაგან არჩია.

მეორე ცოლმა ბერეზოვსკი „გაატყავა“

34 წლის მათემატიკოსი გალინა ბაშაროვას 22 წლის ასაკში შეუყვარდა. თუმცა, მისი ოჯახიდან წამოყვანა მაშინვე ვერ შეძლო. 1989 წელს მათ პირველი შვილი - ვაჟი არტემი შეეძინათ, 2 წლის შემდეგ კი ბერეზოვსკი ნინას გაშორდა  და ახალი სატრფო შეირთო. ნინას ლენინის პროსპექტზე მდებარე ბინა დარჩა, ბორისი კი გალიასთან გადასახლდა. გალინა ბაშაროვამ ექს-მეუღლისგან სარეკორდო თანხა მიიღო.

1-berz-1-1

ლონდონში ბაშაროვა ქმარზე ადრე - 1993 წელს გადასახლდა, როცა მისი ღალატის შესახებ შეიტყო, მოღალატემ კი ყოფილ ცოლსა და შვილებს 16 მლნ დოლარის ღირებულების სახლი დაუტოვა, რომელიც ჰაიდ-პარკს გადაჰყურებდა. ამასთან, განქორწინების პროცესზე გალინამ ყოფილ ქმარს 200 მლნ გირვანქა სტერლინგი გამოღლიტა.

მესამე ცოლმა აქტივები გაყინა

ოლიგარქის მესამე რჩეულად შავთმიანი ლამაზმანი ელენა გორბუნოვა იქცა. მოდელის გარეგნობის ნორჩი ქალბატონი ოლიგარქმა უბოდიშოდ წაართვა მეგობარს და იტალიაში წაიყვანა. მას შემდეგ ელენას ბორისის სამოქალაქო მეუღლედ მიიჩნევდნენ. 1996 წელს მათ ქალიშვილი -არინა შეეძინათ, ერთი წლის შემდეგ კი ვაჟი - გლები.

1999 წელს ელენა გორბუნოვამ ბერეზოვსკი მის ზურგს უკან უძრავი ქონების გაყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა, 5 მლნ გირვანქა სტერლინგზე სარჩელი წაუყენა და მიაღწია იმას, რომ ოლიგარქს აქტივები გაუყინა.

1-berz-1-3

1996 წელს ოლიგარქს 16 წლის კემეროვოელი მარიანა გააცნეს, რომელიც, ბერეზოვსკის მეგობრის თქმით, პირდაპირ და უტიფრად ითხოვდა მისგან საჩუქრებს და საყვარელს „ბებერ და საზიზღარ ებრაელს“ ეძახდა. მარიანა აცხადებდა, რომ ბერეზოვსკის შემდეგ მას არავინ მიეკარებოდა და ამიტომ მისგან მაქსიმუმის გამოწურვას ცდილობდა.

ბორის ბერეზოვსკი პურიტანულ ინგლისს თავისი პირადი ცხოვრების დეტალებით შოკში აგდებდა. ექს-მედესანტე მარკ პენდლბერის დაჯავშნილი „მაიბახით“ მიჰყავდა შეფთან მოზარდი გოგონები და ამაში ყოველთვიურად 12 ათას დოლარს იღებდა.