სამართალი
“ყველა პროკურორი, ყველა მოსამართლე დასაჭერია. ახალ ხელისუფლებას კი არ ჰქონდა რესურსი, რომ ეს გაეკეთებინა. ასე რომ, “ნაციონალური მოძრაობა”, ვაღიაროთ, გადარჩა. გადარჩა ფინანსური რესურსით, გავლენებით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მედიაში, არასამთავრობო სექტორში და უცხოეთში”, - აცხადებს დღეს “ასავალ-დასავალთან ” ინტერვიუში კიწმარიშვილი.
ის დარწმუნებულია, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ე. წ “დევნა” შეწყდება, ვინაიდან ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები წამოიწევს წინ.
“ვანო მერაბიშვილის რამდენჯერმე პროკურატურაში დაბარება სასაცილო ბრალდებით მოხდა. თუ კიდევ ერთი შოუ გვინდა - დაიბარონ სააკაშვილიც... ის მივა თავისი გაურკვეველი ფერის მანქანით, მოაწყობს ამ შოუს და კიდევ ერთხელ პიარს გაიკეთებს!”, - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.