სამართალი
თურქეთში საბავშვო ფესტივალზე აფხაზეთი ცალკე ქვეყნადაა მიწვეული...

1-afxazetiსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. 2013 წლის 23 აპრილს თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე აფხაზეთი სახელმწიფოს სტატუსითაა მიწვეული.

ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც ამ ფესტივალის ვებ-გვერდზეა მოთავსებული, აფხაზეთი თავისი დროშით ცალკეა მითითებული, საქართველო კი - ცალკე.

თურქეთში ფესტივალი ყოველ წელს ტარდება. შარშან იმავე ფესტივალზე აჭარა ცალკე სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი. სტამბულის ქართული კულტურის სახლის და საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირ "ნათლის მხედრის" საპროტესტო წერილის შემდეგ, რომელიც საქინფორმმა გაავრცელა თავის საიტზე www.saqinform.ge, ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს, ხოლო მცირე ხანში ფესტივალის ორგანიზატორი თანამდებობიდან მოხსნეს. მაგრამ აღნიშნულ ფაქტს ოფიციალური სტრუქტურებიდან რეაგირება მაშინ არ მოჰყოლია.

ცნობისათვის: ფესტივალი საკმაოდ მასშტაბურია და მასში ყოველწლიურად 40 ქვეყანა მონაწილეობს. მიმდინარე წელს, ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესტივალში 50 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.