საზოგადოება
საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება.
ამასთან, დღეიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (I ჯგუფის ინვალიდები) პენსია 100 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება.1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის (57 ათას ქულამდე) ოჯახის პირველ წევრზე არსებული 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი გაიცემა, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე, არსებული 24 ლარის ნაცვლად - 48 ლარი.
ამავე დროს, 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება.
შშმ ბავშვებისა და II ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან 100 ლარამდე მოიმატებს, მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულთა პენსია კი 55 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება.