აქტუალური
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ ტელეკომპანია CNBC-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველომ ეკონომიკური კრიზისი დაძლია, ქართულ საბანკო სექტორში კრიზისი ყოველდღიურად მატულობს.
როგორც „საქინფორმისთვის“ გახდა ცნობილი, უმსხვილეს საბანკო ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალში“ შემავალი „რესპუბლიკა“ მესამე კვარტალსაც ზარალით ასრულებს.
მესამე კვარტალში ბანკის ზარალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 მილიონი ლარით გაიზარდა და 27 მილიონ 380 ათასი ლარი შეადგინა. „რესპუბლიკამ“ 30 მილიონამდე ზარალი განიცადა მეორე კვარტლის ბოლოსაც. მაშინ იგი მის დღეში ჩავარდნილ ბანკებს შორის ლიდერობდა.