აქტუალური
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიულმა ძეგლებმა პარხალმა და ოთხთა ეკლესიამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ამ ძეგლების დათვალიერებას სხვა ტურისტებსაც ურჩევს.
თუმცა, იქვე დასძენს, რომ ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან 2018 წლის მაისისთვის ეს ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები წყალქვეშ აღმოჩნდება. მათ გაანადგურებს იუსუფელის კაშხალი, რომლის მშენებლობა სწორედ იმ დროისთვის დასრულდება.