საზოგადოება
მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს მომხმარებლები გადაიხდიან

1-aparatebiსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. სწრაფი გადახდის აპარატით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს დღეიდან თავად მომხმარებლები გადაიხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ”მაგთიკომი” ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, საკომისიოს სამივე მობილური ოპერატორის - ”მაგთიკომის”, ”ჯეოსელის” და ”ბილაინის” მომხმარებლები გადაიხდიან.  საკომისიოს ოდენობას კი თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

ამასთან, ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გადახდის საშუალებების - სასაუბრო ბარათების, ოპერატორთა სერვის ცენტრებისა  და ვებ გვერდების მეშვეობით.