პოლიტიკა
საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 31 მარტს კათოლიკეებსა და გრიგორიანელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„უფლის ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა უდიდესი სასწაულია და ადამიანების ცოდვისგან დახსნას უკავშირდება. აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისთვის“,- წერს ივანიშვილი კათოლიკეებისადმი მიმართვაში და დასძენს, რომ უერთდება კათოლიკე თანამემამულეების სიხარულსა და ბედნიერებას.
ბიძინა ივანიშვილმა აღდგომის დღესასწაული სომხურ სამოციქულო ეკლესიას და სომეხ გრიგორიანელებსაც მიულოცა.
„ვულოცავ სომეხ გრიგორიანელებს და საქართველოში მცხოვრებ ჩვენს სომეხ თანამემამულეებს აღდგომის დღესასაწაულს - ზატიკს, ვუერთდები მათს სიხარულს და ვუსურვებ, ბედნიერება და წარმატებები არ მოჰკლებოდეთ მათს ოჯახებს“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.