უცხოეთი
შეგახსენებთ, რომ რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის მეცხრე ყრილობის ფარგლებში გამგეობის თავმჯდომარე ნ. მიხალკოვმა თავის გამოსვლაში კავშირის საქმიანობის საკვანძო მიმართულებათა შორის კინოინდუსტრიის ახალგაზრდა სპეციალისტთა მხარდაჭერაც გამოყო. აღნიშნულ სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ნიკიტა სერგეევიჩმა 2012 წელს შექმნილი ახალგაზრდული ცენტრი დაასახელა.
ცენტრის განვითარების შემდგომი სტრატეგიის შესამუშავებლად 30 მარტს, 15:00 საათზე, კინოს სახლის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდული ცენტრის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.