პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების განეიტრალება იმ გახმაურებული საქმეების ობიექტური გამოძიებით არის შესაძლებელი, რომლებიც დღესაც აღელვებს საქართველოს მოსახლეობას.
„თუ გამოძიებული იქნება 26 მაისის ფაქტები, გარწმუნებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტა, მისი დღევანდელი გენერალური მდივანი, ბატონი ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, უბრალოდ, აღმოჩნდებიან, რა თქმა უნდა, არა პოლიტიკური დევნის ობიექტები, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავენი, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ“.
როგორც ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მალე წარმოადგენს დოკუმენტაციას, თუ როგორ არ უნდოდა სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და როგორ დაბლოკა მან გერმანიის კანცლერ მერკელის წინადადება, რომ პრობლემები მისი აქტიური მონაწილეობით ყოფილიყო მოგვარებული. მისი თქმით, ეს ქმედება მოჰყვა ბურჯანაძე-პუტინის შეხვედრას, რომლის შემდეგაც „პუტინმა განაცხადა, რომ „შესაძლებელია აფხაზურმა და ქართულმა, ოსურმა და ქართულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ და მე მათ საქმეში არ ჩავერევი“. სააკაშვილმა კი შეთხზა მითები ჩემი პრორუსული ორიენტაციის შესახებ, – განაცხადა ბურჯანაძემ. –