პოლიტიკა
როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე თბილისის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს.
„ახლა „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია, თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვონ, ამის შემდეგ თბილისის მერს უფლებამოსილება შეუმცირონ“, – აღნიშნავს მიხეილ მაჭავარიანი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „ოცნების“ ხელშია, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა მეთოდით იბრძოლებს და ხელისუფლება თბილისის მერის უფლებამოსილების შეზღუდვას ვერ შეძლებს. „არ აგიხსნით, რატომ ვერ გააკეთებენ, გინდათ, ვანგა ან ნოსტრადამუსი დამიძახეთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.