საზოგადოება
კბილაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

1-kbilaS-sazzoo2საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა პროკურატურაში საკადრო ცვლილებები იყო.

კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო, თუ რა ტიპის საკადრო პოლიტიკა ტარდება პროკურატურის მიერ. „ვისაუბრეთ საკითხებზე, როგორიცაა: პროკურატურაში პერსონალის განახლება, სამართლიან საწყისებზე მისი განხორციელება, საკუთრების უფლების გამოძიებებთან დაკავშირებულ თემატიკაზე და როგორ უნდა დაჩქარდეს ეს; პოლიტპატიმრებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სხვა კონკრეტულ საკითხებსადა საქმეებზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აინტერესებდათ როგორც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე“, – განაცხადა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს უკვე მეორედ შეხვდნენ.