საზოგადოება
უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის

1-ugulava-sazoo1საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. დედაქალაქის მერი გიგი უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ მან ნაძალადევის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ განაცხადა. უგულავას თქმით, ის პირდაპირი წესით არჩეული ქალაქის მერია 2014 წლამდე და აქვს უამრავი დასასრულებელი პროექტი.

ეს თანამდებობა, რომელიც მიკავია, ჩემთვის არის დიდი პატივი, დიდი გამოწვევა და, შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ, რაც არ უნდა მიმზიდველი ჩანდეს ვინმესთვის სხვა თანამდებობა, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნაძალადევის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას გუშინ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა დავითაია წარუდგინა.