აქტუალური
ღატაკთა სააგენტოში 5 158 025 ლარის პრემიები გაიცა

1-premiebi-aqtu5საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. სოციალური მომსახურების სააგენტომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე 5 158 025 ლარის პრემიები გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსიტუტი“ აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით,  4 930 960 ლარი განაწილდა თანამშრომლებზე, ხოლო 227 065 ლარი – სააგენტოს ხელმძღვანელობაზე. კერძოდ, სააგენტოს დირექტორმა რამაზ სულამანიძემ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში პრემიის სახით 33 665 ლარი მიიღო.

პრემიები მიიღეს სააგენტოს დირექტორის ოთხივე მოადგილემ: მამუკა გელოვანმა – 46 620 ლარი; მამუკა მაჭავარიანმა – 49 610 ლარი; დავით დვალიძემ – 51 685 ლარი, კახა ხელაძემ – 45 485 ლარი.