სამართალი
ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტოგრაფებს ნასამართლეობა მოეხსნათ
1-abdalaსაქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. „უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ ბრალდებულ ფოტოგრაფებს პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და ნასამართლეობა მოუხსნეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრობაციის ეროვნულმა კომისიამ მიიღო, რომლის შედეგადაც, ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს ბრალეულობა მოეხსნათ. „დანაშაულებები, რომელიც ჩადენილ იქნა სააკაშვილის მიერ, კიდევ დიდხანს იქნება გამოსასწორებელი და კიდევ დიდხანს გაგვყვება ქვეყნის სირცხვილად და ტკივილად. ერთ-ერთი ასეთი სირცხილი არის ე.წ. ფოტოგრაფების საქმე. წინა ხელისულებას უნდოდა არა მარტო ისინი, არამედ ის ორგანიზაციები, სადაც ისინი მუშაობდნენ, წარმოედგინათ როგორც ჯაშუშური ორგანიზაციები. რომ არა საზოგადოებისა და ჟურნალისტების აქტივობა, ესენი 1 ოქტომბრამდე ისხდებოდნენ ციხეებში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე 2011 წლის 7 ივლისს უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით იქნენ დაპატიმრებული და გასამართლებულნი. 2012 წელს ნოემბერში ნათია გედენიძეს ბრალეულობა მოეხსნა.