აქტუალური
გურჯაანში 68 წლის ქალმა მეზობლებსა და პოლიციელს სცემა!

1-aktual3-gurjaaniსაქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. გურჯაანში საგარეჯოდან შვილიშვილის სანახავად ჩასულმა 68 წლის ბებიამ ოჯახის ყველა წევრს, მეზობლებსა და მათთან გასაშველებლად მისულ სამართალდამცველსაც ...  სცემა! ამის შესახებ, „გურჯაანის ტელევიზია“ იუწყება (იხ.ვიდეო). გილიგაშვილების ოჯახში ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ პოლიციის მეორე ეკიპაჟისა და სპეცდანაყოფის გამოძახება გახდა საჭირო...

ბებიამ ოჯახის წევრებისკენ მას შემდეგ გაიწია, რაც შვილიშვილი სახლში არ დახვდა. მეზობლების თქმით, აღელვებული მოხუცის დამშვიდება ვერც სასწრაფო დახმარებამ შეძლო. გურჯაანის პოლიციამ მოხუც ქალბატონს გაფრთხილება მისცა და ხელწერილი დააწერინა.