არჩილ კბილაშვილი: „საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი დაიკითხება“
საქართველო, 29 მარტი,
საქინფორმი. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა
არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა მოხდეს.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ უშვებს არცერთ გამონაკლისს არცერთი თანამდებობის პირის მიმართ, დაკითხულ იქნეს მოწმის სახით, თუ არსებობს მოწმედ დაკითხვის წინაპირობა.
„არ არსებობს არცერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც არ დაიკითხება“, – აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.