უცხოეთი
რუსი სამხედრო სპეციალისტები, შესაძლოა, ავღანეთში დაბრუნდნენ

1-baza-ucxსაქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. რუსეთის სამხედრო უწყება ნატოს წარმომადგენლებთან ავღანეთში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის სარემონტო ბაზის შექმნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ რფ-ის თავდაცვის უწყება იტყობინება. შედეგად, 1989 წლის შემდეგ პირველად იქ, შესაძლოა, სამხედრო ფორმიანი რუსები დაბრუნდნენ.

ექსპერტები, თავის მხრივ, ამ ქვეყანაში კრემლის გავლენის აღდგენას პროგნოზირებენ, ხოლო რუსი დიპლომატები ავღანეთში ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას იმედოვნებენ 2014 წლის შემდეგ, როცა ამ ქვეყანას უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალები დატოვებენ. ამის შესახებ ალიანსში ნატოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გლუშკომ განაცხადა.

მოსკოვი მზადაა, ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების ტვირთების გადასაზიდად კორიდორიც გააფართოვოს.