სანდრო ბრეგაძე: „მართლმადიდებლობა ჩამორჩენილობად შერაცხეთ, იმეგობრეთ მხოლოდ ჰომოსექსუალებთან“
საქართველო, 28 მარტი,
საქინფორმი. მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოში წარმატების ფორმულად ქართული ტრადიციების ლანძღვას მიიჩნევს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„გსურთ თანამედროვე საქართველოში წარმატების ფორმულა მოგაწოდოთ? (ან პარლამენტის დეპუტატობისთვის აუცილებელი ატრიბუტები?) - აძაგეთ ყოველივე ქართული, მართლმადიდებლობა ჩამორჩენილობად შერაცხეთ, იმეგობრეთ მხოლოდ ჰომოსექსუალებთან, დაიცავით ყველა უგვანო-აგრესიული სექტა, აღმაშენებელი, ილია და სხვა დიდი ქართველები. აძაგეთ, გაიარეთ, ქართველმოძულე არასამთავრობოს სკოლა, ებრძოლეთ ტრადიციებს, ქართული ოჯახი რეგრესად გამოაცხადეთ, იყავით მონა-მონა უცხო ქვეყნის სამსახურებისა - გაითვალისწინეთ ეს და როგორი გაუნათლებელი, უგვანო და უგვარო არ უნდა იყოთ დიდი წარმატება გარანტირებულია! - პარალერულად კი, საქართველოს წარუმატებლობა ასეთი მუტანტების ხელში გარდაუვალია და როდესაც ესეთი პირების კარიერულ აღმასვლას დუმილით ხვდებით, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამით ქართველობას მომავალს უკარგავთ!“, წერს სანდრო ბრეგაძე.