აქტუალური
„დოლარ სთორის“ მაღაზიები დაიხურა

DollarStoreთბილიაში ამერიკული „დოლარ სთორის“ მაღაზიებმა არ გაამართლა და ექვსიდან ხუთი უკვე დაიხურა. „დოლარ სთორის“ პირველი მაღაზია დიღომში ხუთი წლის წინთ გაიხსნა, სადაც ყველა ნივთი 1,5 დოლარი ღირდა (შესაბამისად, - ლარი). დასაწყისში აქ იმდენად დიდი რიგები იდგა, კომპანიის ხელმძღვანელობამ დაცვა გააძლიერა, თუმცა აჟიოტაჟი მას შემდეგ მინელდა, რაც ხალხი დარწმუნდა, რომ დოლარ-ნახევრად კომპიუტერსა და მაცივარს ვერ შეიძენდა.

მოსახლეობა „დოლარ სტორის“ წარუმატებლობის მიზეზად პროდუქციის უხარისხობასა და ფასს ასახელებს. მათი თქმით, ამ ფასად ამავე დასახელების პროდუქციის შეძენა ბაზრობაზეც შეიძლებოდა.

ამის მიუხედავად, „დოლარ სთორიში“ აცხადებენ, რომ მათ საქონელზე მოთხოვნა დღემდეა. მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკიდან საქონლის მოწოდება შეფერხდა, რაც მაღაზიების დახურვის მიზეზი გახდა.