სამართალი
მინისტრის მოადგილის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა დღეს მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა და დაამტკიცა.
„საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გასაწევი რიგი საფასურების შემცირების თაობაზე. დაიწყო მუშაობა და პირველი ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული – პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირები ქორწინების რეგისტრაციისათვის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ განთავისუფლდებიან 50 ლარის საფასურის გადახდისაგან და ნაცვლად 170 ლარისა, 2013 წლის 1 ივნისამდე აღნიშნული მომსახურებისათვის საფასური იქნება 120 ლარი“.
მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, გარკვეულ სერვისებზე კვლავ განახორციელოს შეღავათების დაწესება.