სამართალი
საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურის თანაშრომლებმა შპს „ICC GEORGIA“-ს ბრალი წაუყენეს.ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მორფინსა და კოდეინს. საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მისი იმპორტის ნებართვა გასცეს, რის გამოც საბაჟო სამსახურის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც იურიდიული პირისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 100 000 ლარის ოდენობით, ასევე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას.