სამართალი
წულუკიანის ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება

1-Teaa-samarTaa1საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პატიმართა რესოციალიზაციის კუთხით საფრანგეთში არსებულ მდგომარეობას ეცნობა. მინისტრი საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას შეხვდა. მხარეებმა პატიმართა რესოციალიზაციის საფრანგეთში მოქმედი მექანიზმები განიხილეს. ამ ქვეყანაში ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროგრამა პატიმრის სასჯელის ამოწურვამდე დიდი ხნით ადრე იწყება და სერვისი ყოფილი მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგაც მოქმედებს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ შეუმუშავებია პატიმართა რესოციალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკა. იუსტიციის სამინისტრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად სწორედ ამ პოლიტიკას უყრის დღეს საფუძველს. ამიტომ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მეტი გამოცდილების მქონე ქვეყნებში არსებულ სისტემებზე დაკვირვება.

სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას თეა წულუკიანი დაინტერესდა საფრანგეთის მართლმსაჯულების სიტემაში  სულ რამდენიმე წლის წინათ შეტანილ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტითაც, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართული მოდელისაგან.

ქალთა უფლებების მინისტრისა და, ამავე დროს, საფრანგეთის მთავრობის სპიკერის, ქალბატონ ნაჟატ ვალო-ბელკასემის მიწვევით, წულუკიანი ევროპაში სექსუალური უმცირესობების ამჟამინდელი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ გამართულ კონფერენციასაც დაესწრო, რომლის მუშაობაშიც ევროპის 50-მდე ქვეყანა და ათი ევროპელი ქალი მინისტრი მონაწილეობდა.