საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველო, 28 მარტი,
საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ
აჰმედ დავითოღლუს უმასპინძლა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ორი ქვეყნის მაღალ წარმომადგენელთა შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც ესწრებოდა.