პოლიტიკა
თავის მხრივ, უმცირესობის წარმომადგენელ პავლე კუბლაშვილის განმარტებით, რაიმე ახალ კონკრეტულ შედეგზე შეთანხმება ჯერ ნაადრევია.
„მინდა, ხაზი გავუსვა, კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, აბსოლუტურად სცილდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რაიმე ჩამოყალიბებული პოზიცია არც უმრავლესობას და არც უმცირესობას ჯერჯერობით არ გააჩნია“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
კონსულტაციები დღესაც გრძელდება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან ასარჩევ წევრებთან დაკავშირებით უმრავლესობამ უმცირესობას რამდენიმე ვარიანტი უკვე შესთავაზა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის – შალვა შავგულიძის, განცხადებით, „ჯერი ახლა თავად ოპოზიციაზეა“. მისივე თქმით, უმრავლესობის შეთავაზება სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სულისკვეთებას.