პოლიტიკა
ოპოზიციური ფლანგი სააკაშვილის დასამარცხებლად ერთიანდება

shashiashviliოპოზიციური ფლანგი გაერთიანებას იწყებს. ,,წარმომადგენლობით სახალხო კრებას’’ კიდევ ერთი პოლიტიკური მოძრაობა უერთდება. მოძრაობა ,,თეთრები’’, რომლის ლიდერიც იმერეთის ყოფილი გუბენატორი თემურ შაშიაშვილია, მზადაა, ითანამშრომლოს იმ მოძრაობასთან, რომელსაც სურს, შეცვალოს მმართველი რეჟიმი.

’’სახალხო კრების’’ საინიციატივო ჯგუფისა და პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართება. როგორც საქინფორმს მოძრაობა ,,თეთრების’’ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განუცხადა, ის მზად არის ითანამშრომლოს ამ ძალასთან. ,,მე მიმაჩნია, რომ სწორედ ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრება’’ დაასრულებს ამ ხელისუფლებას. ქვეყნის გადარჩენა არის ერთობაში, ამიტომ ძალიან კარგია, თუკი ერთობისთვის ყველა პარტია გადადგამს ნაბიჯს. ’’კრების’’ მოღვაწეობა არ დასრულდება მხოლოდ 25 ნოემბერს, ეს გაგრძელდება და თქვენ ნახავთ, ძალიან ბევრ ადამიანს შემოიკრებს გარშემო. ვფიქრობ, სააკაშვილის დამარცხება კრებას და მასთან გაერთიანებულ პარტიებს 6 თვეში შეუძლიათ,’’– აცხადებს ,,თეთრების’’ ლიდერი. ცნობისთვის: ,,წარმომადგენლობით სახალხო კრებას’’ 25 ნოემბერს მასშტაბური შეკრება აქვს დაგეგმილი, სადაც ცნობილი გახდება კრების სტრატეგიისა და მორიგი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ.