აქტუალური
უსუფაშვილი: „ყველა საკითხი, რომლებიც მეჩეთის მშენებლობას ეხება, ყველასთვის მისაღები იქნება“

1-aktual-3-mechსაქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყველა საკითხი, რომლებიც ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ეხება, ყველასთან შეთანხმებული და მისაღები იქნება. ამავე დროს, რაიმე თემაზე თურქეთთან ურთიერთობის გართულებას, თუნდაც, შორეულ მომავალში, ის გამორიცხავს.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავითოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ორივე სახელმწიფო პატივს სცემს მოქალაქეების უფლებებს, მათ შორის, რელიგიურ თავისუფლებას. ჩვენ ვისაუბრეთ ცნობილ თემაზე, რომელიც ეხება ქართული კულტურის ძეგლების აღდგენას. თქვენ იცით, რომ პრაქტიკულად, მიღებულია გადაწყვეტილება ორი ძეგლის აღდგენითი სამუშაოების დაწყებაზე. რაც შეეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს, ამაზე პრემიერმა უკვე ისაუბრა.
ჩვენ შევთნხმდით, რომ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა, ჩვენ ვართ სწორ გზაზე და მხოლოდ ტემპების გაზრდაა საჭირო. ძალიან სერიოზული თემები და საკითხები, რომელზეც ჩვენ, თუნდაც, შორეულ მომავალში შეიძლება ველოდეთ ურთიერთობების გართულებას ორ ქვეყანას შორის, გამორიცხულია“, –
განაცხადა უსუფაშვილმა.