რომის პაპმა რეზიდენციაში ცხოვრებაზე უარი განაცხადა
საქართველო, 27 მარტი,
საქინფორმი. რომის პაპმა
ფრანცისკმა განაცხადა, რომ პაპის ოფიციალურ აპარტამენტებში, რომელიც ვატიკანში სამოციქულო სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობს, არ იცხოვრებს და სასტუმრო რეზიდენციაში დარჩება.
ვატიკანის წარმომადგენელ ფედერიკო ლომბარდის თქმით, კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურს არ სურს ხალხისგან სასახლის კედლებით გამიჯვნა. იგი პირველი პონტიფიკოსია, რომელიც ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი პაპი აღმოჩნდა, ვინც აპარტამენტებში ცხოვრებაზე უარი განაცხადა.