უცხოეთი
ვინ მოკლა ბერეზოვსკი?

1ubil-ucxსაქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. სიკვდილამდე ორი თვით ადრე ბორის ბერეზოვსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადმიერ პუტინს წერილი მისწერა პატიებისა და რუსეთში დაბრუნების ნებართვის თხოვნით. პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის თქმით, ბერეზოვკის კაცი რფ-ის პრეზიდენტს შეხვდა და პირადად გადასცა გზავნილი.

ინგლისის პოლიციის ხანგრძლივი დუმილი და ექსპერტიზის უცნაური დასკვნა ბერეზოვსკის სიკვდილის მიზეზების შესახებ, სადაც წერია, რომ „ბრძოლის ნიშნები აღმოჩენილი არ არის“, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ოლიგარქი მოკლა იმან, ვისაც ბორის აბრამოვიჩი ენდობოდა.

და ახლა აქტუალური ხდება საკითხი: ვის ეშინოდა ბერეზოვსკის მონანიების? ვის უქმნიდა საფრთხეს ინფორმაცია, რომლის გადაცემაც ბორის აბრამოვიჩს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეეძლო?

1998 წლის აგვისტოში სათავეს იღებს ისტორია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4.7 მლრდ დოლარის ოდენობის საკრედიტო ტრანშის შესახებ, რომელიც რუსეთის დასახმარებლად იყო გამიზნული. ზოგიერთი ფაქტის მიხედვით, ამ საქმესთან ხელი ჰქონდათ ექს-პრემიერ მიხაილ კასიანოვს, ფონდ „Hermitage Capital”-ის ხელმძღვანელ  უილიამ ბრაუდერსა და იმჟამად ყოვლისშემძლე ბორის ბერეზოვსკის. 4.7 მლრდ დოლარი, რომელიც რუსეთში ვერ მოხვდა, შვეიცარიელი მილიარდერი ედმონ საფრის კუთვნილ „Republic National Bank of New York”-ის ანგარიშებზე ჩაირიცხა და შემდეგ გაუჩინარდა. მას შემდეგ, რაც საფრიმ გადაწყვიტა „ეფ-ბი-აი“- თვის დეტალური ჩვენება მიეცა „რუსული მილიარდების“ დატაცების შესახებ, „სრულიად მოულოდნელად“ თავის ბუნკერში ხანძრისას დაიღუპა.

ეს მოზაიკა ბორის ბერეზოვსკის სიკვდილით დასრულდა.