სამართალი
გიგა ბოკერიამ პრემიის სახით 45 850 ლარი აიღო

1bokeria-samar3საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით,  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა  გიორგი ბოკერიამ 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით პრემიის სახით 45 850 ლარი აიღო.

ამავე პერიოდში, 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილმა პრემიის სახით – 38 930 ლარი, მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ – 47 456.87 ლარი, მდივნის მოადგილე ლევან დუჩიძემ – 41 351.50 ლარი, ხოლო მდივნის მოადგილე თორნიკე თურმანიძემ 39 555 ლარი აიღეს.

„უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3 540 ლარს. აქედან გამომდინარე, გიგა ბოკერიას 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით მთლიანობაში პრემიის სახით ხელფასის ერთმაგი ოდენობა ჩაერიცხა.

მთლიანობაში უშიშროების საბჭოს მდივანსა და მის ოთხ მოადგილეზე პრემიის სახით 13 თვის მანძილზე გაიცა 213 143.37 ლარი, ხოლო ამავე პერიოდში აპარატის სხვა თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ გაიცა 373 905 ლარი“, – ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.