სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
საქართველო, 27 მარტი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა და ის, სავარუდოდ, დღესვე გამოქვეყნდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„დღეს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მოაწერა ხელი. ალბათ, ეს საკანონმდებლო მაცნეში დღესვე გამოქვეყნდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან ეს კანონი ძალაში შედის. ამრიგად, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება ამ არასწორი მექანიზმის გამოყენების და ხელისუფლებას შეეძლება მშვიდად მუშაობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში არჩევნების გარეშე ვერავინ ვერასოდეს შეცვლის ხელისუფლებას და იმ მთავრობას, რომელსაც ხალხის ნდობა აქვს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.