კეტრინ ეშტონი და შტეფან ფულე საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებენ
საქართველო, 27 მარტი,
საქინფორმი. გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი
შტეფან ფულე და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი
კეტრინ ეშტონი საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად მიღებულ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს. ორივე პარტიის მიერ მიღწეული კონსენსუსი, რომელიც ამყარებს ამ შეთანხმებას, მეტყველებს მხარეების ვალდებულებაზე ქართულ პოლიტიკაში სამართლიან მმართველობაზე. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ადასტურებს დემოკრატიული არჩევნებით მოსული პარლამენტის როლს ახალი მთავრობის დანიშვნის საკითხში, აერთიანებს საქართველოს და აყალიბებს ყველა პარტიის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს. ევროკომისარი ფულე მოუწოდებს საქართველს ყველა დაინტერესებულ მხარეს, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ამ კონსტრუქციული სულისკვეთებით ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.