აქტუალური
საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს ევროკომისიის საკმაოდ კომპეტენტური დასკვნა, რომელიც შესაძლოა სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება გახდეს.
„ომთან დაკავშირებით არსებობს ევროკომისიის საკმაოდ სერიოზული დასკვნა, რომელიც შესაძლოა სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება გახდეს.
2008 წლის 3 აგვისტოს მე მას შევხვდი და გავაფრთხილე – პროვოკაციას არ წამოგებოდა! რაც შეეხება ცხინვალის დაბომბვას, მან ბოლო წუთს დამირეკა და მითხრა, რომ ცხინვალის დაბომბვის ბრძანება გასცა, რაზეც მე ვუპასუხე, რომ დაუყოვნებლივ გაეუქმებინა ეს ბრძანება! მაგრამ მან ჩემი რჩევა ყურად არ იღო...“, – ამბობს ბურჯანაძე.