საზოგადოება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

1nacion-sazzoo2საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. 27 აპრილს დანიშნული შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  დღეს საკუთარი კანდიდატები დაასახელა.

ოპოზიციის სახელით ბაღდათში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ წიქორიძე იყრის კენჭს; სამტრედიაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე; თბილისში, ნაძალადევის რაიონში კი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია.