აქტუალური
აშშ-ში დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა არ აქვს

1akt-USAსაქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ცნობილი ამერიკული ანალიტიკური ცენტრი სტრატფორის ექსპერტების პროგნოზით, საქართველოს, უკრაინ და მოლდოვ ახლოეს მომავალში ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა არ აქვ. ამის შესახებ ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ხსენებულ ქვეყნებში ევროკავშირის პოზიციები შესუსტებულია, რადგან ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გრძელდება, რაც ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოებს აიძულებს,  ორიენტირებული იყვნენ საკუთარ თავზე და არა აღმოსავლელ მეზობლებზე.

აქედან გამომდინარე, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის პერსპექტივა შემცირებულია, – ნათქვამია სტრატფორის ანგარიშში. ანალიტიკური ცენტრის ექსპერტების აზრით, შექმნილი სიტუაცია ყველაზე ხელსაყრელია რუსეთისთვის, რადგან კრემლს შესაძლებლობა აქვს, ხსენებულ ქვეყნებზე გავლენა შეინარჩუნოს და პოლიტიკური ან ეკონომიკური დივიდენდები მიიღოს.

სტრატფორი საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეც წერს და ასკვნის, რომ ამ სახელმწიფოებში დღეისათვის რთული პოლიტიკური კონფიგურაცია შეიქმნა, რომელიც რუსეთის გავლენას ზღუდავს.