აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ზის მერაბიშვილი ციხეში“

1nino-aqtuaa2საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ „იმედზე“ ვახო სანაიას გადაცემა ღია ეთერში განაცხადა, რომ ის დადებითად აფასებს პროკურატურაში სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც ცალკეული პროკურორების საქმეებს შეისწავლის. არ მინდა, ამას ახალი ხელისუფლების უნიათობა დავარქვა, მაგრამ ის, რომ ეს ასე ხდება, ზოგიერთის მხრიდან შესაძლოა, საბოტაჟიც იყოს. ამიტომ დადებითი მოვლენაა პროკურატურაში სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც ცალკეული პროკურორების საქმეებს შეისწავლის... დღეს ნაციონალური მოძრაობის გარეშე
პარლამენტში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხდება, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის დაკვეთა ასეთი არ ყოფილა“, –  განაცხადა ბურჯანაძემ.

იგი მიიჩნევს, რომ ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, კონკრეტული სახელები გაჟღერდება, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების.