პოლიტიკა
პრემიერი იოსებ კეჭაყმაძის ოჯახსა და მთელ საქართველოს უსამძიმრებს

1politika-2mt-samZსაქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის, იოსებ კეჭაყმაძის, გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და მთელ საქართველოს:

იოსებ კეჭაყმაძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი საგანძური შესძინა ქართულ მუსიკას. მისი საგუნდო მუსიკა და საგალობლები შედევრებადაა მიჩნეული.

იოსებ კეჭაყმაძემ სხვა ჟღერადობა შესძინა ფალიაშვილის უკვდავ ჰანგებს, ჰიმნად აქცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ გაითავისა და შეიყვარა.

იოსებ კეჭაყმაძის მუსიკალური ნაწარმოებები არასოდეს დაკარგავს მსმენელს და ყოველთვის დაამშვენებს ქართულ სამუსიკო ხელოვნებას“.

1politika-2qv-samZ