ოპოზიცია აშშ-ს სთხოვს, „პეტრიოტი“ ჩრდილოეთ სირიის დასაცავად გამოიყენოს
საქართველო, 26 მარტი,
საქინფორმი. სირიის ოპოზიციამ აშშ-ს მიმართა თხონით, თურქეთ-სირიის საზღვარზე განთავსებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „პეტრიოტი“ სირიის ჩრდილოეთი რაიონების დასაცავად გამოიყენოს. ამის შესახებ ოპოზიციის ნაციონალური კოალიციის ლიდერმა
აჰმედ მუაზ ალ-ჰატიბმა განაცხადა.
თებერვალში ნატოს ძალებმა თურქეთის ტერიტორიაზე დაასრულეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ განთავსება. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ ანკარის თხოვნით მიიღეს, რომელმაც განაცხადა, რომ სირიის მხრიდან სარაკეტო იერიშების განხორციელების შიში აქვს.