უცხოეთი
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. რუსი ბიზნესმენის – ბორის ბერეზოვსკის, ცხედრის იატაკზე აღმოჩენა არ გამორიცხავს, რომ მისი სიკვდილის მიზეზი შესაძლოა, ჩამოხრჩობა ყოფილიყო. ამის შესახებ თემზ-ველის პოლიციის ოლქის წარმომადგენელმა განაცხადა.
სამშაბათს, ღამით, გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის შსს-ის პათოლოგოანატომის მიერ განხორციელებული ბერეზოვსკის გვამის გაკვეთის წინასწარი შედეგები. ექსპერტის მონაცემებით, მეწარმის სიკვდილის მიზეზად თავის ჩამოხჩობა იქცა.
რუსმა სპეციალისტებმა სასამართლო-სამედიცინო სფეროში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ბრიტანეთის მხარის ინფორმაცია არასაკმარისია იმისათვის, რომ რაიმე ერთმნიშვნელოვანი დასკვნები გაკეთდეს. ამასთან, გაურკვეველია, ბიზნესმენმა თავი ჩამოიხრჩო, თუ მასზე ძალადობა განხორციელდა.